ჩვენ შესახებ
ჩვენი ფილოსოფია მარტივია – მოვამზადოთ ყავა, რომლის გემოც დაგამახსოვრდებათ. ამისთვის მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ვარჩევთ მაღალი ხარისხის მწვანე მარცვალს, ვხალავთ მას საქართველოში და მუდმივად ვეძებთ საუკეთესო გზას თითოეული ყავის გემოვნური თვისებების გამოსავლენად. გვჯერა, რომ კარგი ყავა მხოლოდ მწარე არ უნდა იყოს. მას შეიძლება ჰქონდეს ბუნებრივი სიტკბო, სასიამოვნო მჟავიანობა და ხილის, კენკრის, ყვავილების, შოკოლადის თუ სხვა უამრავი არომატი. ჩვენი საქმეა, ეს ყველაფერი ჭიქაში მაქსიმალურად კარგად გადმოვიტანოთ.
ჩვენი ისტორია
Coffee Lab 2016 წელს შეიქმნა ერთი მარტივი იდეით – საქართველოში მაღალი ხარისხის specialty ყავა ყოველდღიური და ყველასთვის ხელმისაწვდომი გამხდარიყო. იმ დროს ეს სრულიად ახალი მიდგომა იყო: საუკეთესო მწვანე ყავის მოძიება და შერჩევა, მისი პირდაპირ საქართველოში ჩამოტანა, ადგილობრივად მოხალვა და მომზადების ხარისხის კონტროლი – მარცვლიდან ჭიქამდე. თავიდანვე ბევრი რამ თავად უნდა გვესწავლა. ვცდიდით, ვცდებოდით, ვსწავლობდით და მუდმივად ვაუმჯობესებდით როგორც ყავის შერჩევასა და მოხალვას, ისე მის მომზადებასა და მომსახურებას. დღეს Coffee Lab ბევრად მეტია, ვიდრე ყავის მოხალვა ან კარგი ყავა. ეს არის გუნდი, რომელსაც აერთიანებს ინტერესი, ცოდნა და სურვილი, ყოველდღე უკეთ აკეთოს თავისი საქმე. ჩვენთვის ხარისხი იწყება ყავის წარმოშობით და არ მთავრდება მისი მოხალვით. მნიშვნელოვანია ყველაფერი – როგორ ვამზადებთ ყავას, როგორ ვემსახურებით სტუმარს, როგორ ვუზიარებთ ცოდნას ჩვენს პარტნიორებს და როგორი გამოცდილება რჩება ადამიანს Coffee Lab-თან ურთიერთობის შემდეგ.
მისია
ჩვენი მისიაა საქართველოში ყავის ხარისხის მუდმივი განვითარება.
ვეძებთ საინტერესო და მაღალი ხარისხის მარცვლებს, ვხალავთ მათ ისე, რომ მაქსიმალურად გამოვავლინოთ მათი ბუნებრივი გემო და ვცდილობთ, კარგი ყავა უფრო მეტი ადამიანის ყოველდღიურობის ნაწილი გავხადოთ.
ამავე დროს, ჩვენს ცოდნასა და გამოცდილებას ვუზიარებთ კაფეებს, რესტორნებს, სასტუმროებსა და სხვა პარტნიორებს - ვეხმარებით მათ ყავის სწორად შერჩევაში, მომზადებაში და ხარისხის მუდმივად შენარჩუნებაში.
რისი გვჯერა
გვჯერა ხარისხის, რომელიც დეტალებიდან იქმნება.
გვჯერა ცოდნის გაზიარების - რადგან რაც უფრო მეტი ადამიანი იცნობს და აფასებს კარგ ყავას, მით უფრო ვითარდება მთელი ინდუსტრია.
გვჯერა მუდმივი განვითარების - ყოველთვის შეიძლება უკეთესი ყავის პოვნა, უკეთ მოხალვა, უკეთ მომზადება და უკეთესი მომსახურება.
და ყველაზე მეტად გვჯერა, რომ კარგი ყავა არ უნდა იყოს რთული ან მხოლოდ პროფესიონალებისთვის გასაგები. ის უბრალოდ ძალიან გემრიელი უნდა იყოს.
ჩვენ გვინდა, Coffee Lab-ში, ჩვენს პარტნიორ კაფეებსა და რესტორნებში, ოფისში თუ სახლში, თითოეული ფინჯანი იყოს გამოცდილება, რომლის გამეორებაც მოგინდებათ.
გაიცანი ჩვენი გუნდი
ანა ჯამაგიძე
ჯაბა ბარათაშვილი
თეონა ქიტუაშვილი
ქეთევან ცაგარელი
ნინა ჩხიკვიშვილი
თამარ ბუზიაშვილი
გიორგი ასათიანი
გიორგი აბსანძე
დავით ჯამაკაშვილი
თაკო ნოზაძე
ლიკა წერეთელი
მარიამ გეგელაშვილი