ჩვენ ვამაყობთ, რომ ვთანამშრომლობთ 400-მდე პარტნიორთან კორპორატიული სექტორიდან, რესტორნებიდან, ბარებიდან, კაფეებიდან და ოფისებიდან. ჩვენს პარტნიორებს ვთავაზობთ არა მხოლოდ პრემიუმ ხარისხის ყავის ტექნიკასა და აღჭურვილობას, არამედ უმაღლესი ხარისხის “განსაკუთრებული” (specialty) ყავის მარცვლებს, რომლებიც საგულდაგულოდ შერჩეული და ადგილობრივად მოხალულია, რათა უზრუნველყოს უნიკალური ყავის გამოცდილება. ჩვენი პარტნიორობა არ შემოიფარგლება მხოლოდ მიწოდებით – ჩვენ გთავაზობთ სრულ მხარდაჭერას, იქნება ეს პროფესიული კონსულტაცია, ტრენინგები თუ ტექნიკური დახმარება, რათა თქვენი ყავის სერვისი ყოველთვის უმაღლეს დონეზე იყოს.