Aeropress

IMG_8979-1920x1280

Aeropress-ის შესახებ

AEROPRESS ყავის ხელით მოსამზადებლად ერთერთი ყველაზე გავრცელებული გზაა, რომლის მეშვებითაც შეგიძლიათ, თავად მოამზადოთ თქვენი გემოვნების შესაბამისი ყავა იქ, სადაც გნებავთ. AEROPRESS, მისი კომპაქტური დიზაინიდან გამომდინარე, იდეალურია ყავის მოსამზადებლად როგორც სახლში, ისე - მოგზაურობისას, ლაშქრობისას, საფეხმავლო ტურების დროს და ა.შ.

ამ მოწყობილობის საშუალებით ნებისმიერი ინტენსივობის ყავას მოამზადებთ, რაც არის შესაძლებლობა, შექმნათ ყავის მომზადების უნიკალური რეცეპტი თქვენივე გემოვნების შესაბამისად. ალბათ, სწორედ ამ უსაზღვრო შესაძლებლობების გამო AEROPRESS დღემდე ყველაზე სწრაფად მზარდი და მეტი გაყიდვის მქონე კომპანიაა ინდუსტრიაში.

f9b3866f809d02cf7c67778670096a4e
photo-1559712083-b30fb20ad204