„ყავის ლაბორატორია“ თქვენს ბიზნესს განსაკუთრებულობას შესძენს – ჩვენ გთავაზობთ პროდუქტს დასამახსოვრებელი, უჩვეულო გემოთი და, რაც მთავარია, თქვენს მოთხოვნებზე მორგებულ სრულ მომსახურებას ტექნიკური უზრუნველყოფიდან პერსონალის ტრენინგამდე.

ჩვენი ადგილობრივად მოხალული განსაკუთრებული თვისებების მქონე ყავის მარცვალი, ყავის საუკეთესო ტექნიკა და მომზადების ტექნოლოგია თქვენი მომხმარებლების კმაყოფილების, ერთგულების, თქვენთან განმეორებითი და, ხშირ შემთხვევაში, მუდმივი ურთიერთობის გარანტია.

„ყავის ლაბორატორიის“ ექსკლუზიური პარტნიორობა ინდუსტრიის მსოფლიოში ცნობილ ბრენდებთან, ტექნიკის მრავალფეროვანი არჩევანი თქვენი ბიზნესის, ოფისის, თუ სახლისთვის, გვაძლევს რწმენას, რომ ჩვენთან აუცილებლად იპოვით იმას, რასაც ეძებთ. იპოვით და მალევე დარწმუნდებით თქვენს საუკეთესო არჩევანში.

ჩვენი სერვისები
რას ვთავაზობთ ჩვენს პარტნიორებს
ყავა

ჩვენთან საუკეთესო ყავის არჩევის ერთადერთი პირობაა გვითხრათ, რა არის თქვენი მიზანი. მარცვლისა და ტექნიკის შერჩევაში კი ჩვენ დაგეხმარებით და თქვენი სურვილების გათვალისწინებით შემოგთავაზებთ სხვადასხვა გემოს, შემცველობის, ხარისხის, თუ საფასო კატეგორიის პროდუქტს.

ყავის ტექნიკა და აქსესუარები

საუკეთესო ყავის მომზადებას, განსაკუთრებული თვისებების მქონე ყავის მარცვალთან და პროცესის სიყვარულთან ერთად, სწორად შერჩეული ტექნიკაც სჭირდება. ყავის ტექნიკის მრავალფეროვანი არჩევანი გვაძლევს საშუალებას, შევქმნათ მყუდრო, არომატული ყავის სურნელით სავსე გარემო თქვენს რესტორანსა თუ პატარა ოფისში, ან ვაქციოთ თქვენი დიდი სასტუმრო კიდევ უფრო გამორჩეულ ადგილად, სადაც მომხმარებელს მხოლოდ ხარისხიანი პროდუქტით უმასპინძლდებიან.

ტექნიკური დახმარება და ტრენინგები

„ყავის ლაბორატრიასთან“ პარტნიორობა პროდუქტის ხარისხის მუდმივ კონტროლსა და მომხმარებელზე ზრუნვასაც გულისხმობს ტექნიკური დახმარებით, რჩევებით თუ სწრაფი რეაგირებით ნებისმიერ მომართვაზე. სწორედ ამიტომ, თქვენს სასტუმროში, რესტორანში, კაფეში, ოფისსა თუ ნებისმიერ სხვა ადგილას ნამდვილი ყავის მისაღებად, მომზადების სწორ ტექნოლოგიებსაც გაგიზიარებთ – თქვენს მომსახურე პერსონალს თეორიულ ცოდნასა და პრაქტიკულ უნარებს ტრენინგების საშუალებით გადავცემთ და, რაც მთავარია, საიდუმლოებებსაც გავუმხელთ – როგორი დამოკიდებულება, სიფაქიზე და სიყვარულია საჭირო იდეალური ყავის მოსამზადებლად.

თუ ეძებ ხარისხზე ორიენტირებულ გადაწყვეტილებებს
თუ თქვენთვის მნიშვნელოვანია მომხმარებლების კმაყოფილება და განვითარება; თუ გსურთ, მუდმივად მისცეთ ახალი გამოცდილების მიღებისა და უჩვეულო შთაბეჭდილებებით გაოცების შესაძლებლობა თქვენს ახლადგახსნილ, ან ძველ რესტორანში, სასტუმროში, კაფეში, ოფისში, თუ სხვაგან, დაგვიკავშირდით.