საუკეთესო ხარისხისა და გამორჩეული გემოს მქონე Specialty ყავა სწორედ ის არის, რაც შესძენს თქვენს ბიზნესს გამორჩეულობას, მომხმარებლების კმაყოფილებასა და ერთგულებას. 

ყავის ლაბორატორია გთავაზობთ ყავის სრულ, კომფორტულ და თქვენ მოთხოვნებზე მორგებულ სერვისს: ობიექტის უზრუნველყოფა თანამედროვე ტექნიკით, მუდმივი მომარაგება თქვენი გემოვნებით შერჩეული ყავის მარცვლით, მომსახურე პერსონალის ტრენინგი, ტექნიკის სერვისი

ყავის ტექნიკა

სწორად შერჩეულ და გამართულ ტექნიკას ძალიან მნიშვნელოვანი როლი უკავია ყავის დამზადების პროცესში. ჩვენ გვაქვს ყავის ტექნიკის ყველაზე ფართო არჩევანი საქართველოში: ტრადიციული თუ ავტომატური, დიდი სასტუმროსთვის თუ პატარა ოფისისთვის – ყველაფერი რაც შეიძლება დაგჭირდეთ ნებისმიერი ტიპის ყავის დასამზადებლად.

ყავის ლაბორატორია ექსკლუზიურად წარმოადგენს ყავის ინდუსტრიის წამყვან მსოფლიო ბრენდებს. ჩვენ გთავაზობთ ყავის ტექნიკის მრავალფეროვან არჩევანს. ბიზნესისათვის, ოფისისა თუ სახლისთვის – ჩვენთან ყველანაირი გარემოსა და მიზნისათვის შესაფერის ტექნიკას და აქსესუარებს იპოვით.