გამოყენებული ტერმინები
ჩვენი მომსახურებით სარგებლობისას თქვენ ეთანხმებით შემდეგ პირობებს :
შპს ‘ყავის ლაბორატორია’, მის: ქ. თბილისი, ფალიაშვილის ქ. # 24, საიდენტიფიკაციო ნომერი 402023387, ელ. ფოსტა eshop@coffeelab.ge;
‘ინტერნეტ მაღაზია’ – ინტერნეტ მაღაზია, რომელიც წარმოადგენს შპს ‘ყავის ლაბორატორია’-ს საკუთრებას და რომლის ელექტრონული მისამართიც მითითებულია პირველ პუნქტში;
‘საქონელი’, ‘პროდუქტი’, ‘პროდუქცია’ – ყავის ლაბორატორიის ვებ გვერდზე რეალიზაციის მიზნით განთავსებული საქონელი;
‘ინტერნეტ ბრაუზერი’ – HTTP კლიენტი, ანუ პროგრამული აპლიკაცია, რომელიც საშუალებას აძლევს მის მომხმარებელს მიიღოს ინფორმაცია ვებ-სერვერებზე ან ფაილურ სისტემებში არსებული ჰიპერტექსტური მარკირების ენაზე შედგენილი დოკუმენტებიდან და სხვა მედია საშუალებებიდან;
‘cookies’ – ელექტრონული იდენტიფიკატორები, რომელსაც ‘ყავის ლაბორატორია’ იყენებს იმისათვის, რომ ‘ყავის ლაბორატორია’-ს ინტერნეტ მაღაზიის ვებ-გვერდზე ავტორიზაცია გაუვლელ პირს მისცეს ზოგიერთი სერვისით სარგებლობის ტექნიკური საშუალება; ინტერნეტ ბრაუზერის მწარმოებლის ვებ გვერდზე, როგორც წესი, მოიპოვება ინფორმაცია, თუ როგორ უნდა გათიშოთ ‘cookies’-ები თქვენს ინტერნეტ მკვლევარში, თუმცა ამ შემთხვევაში თქვენ ვეღარ ისარგებლებთ ზემოთჩამოთვლილი ფუნქციებით, რომელიც კომფორტულს ხდის ჩვენთან ურთიერთობას, ამიტომ ჩვენი რეკომენდაციაა – მუდამ გქონდეთ ჩართული ეს ფუნქცია როდესაც ეწვევით ჩვენს ვებ გვერდს;
‘დამთვალიერებელი’ – პირი, რომელიც ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებით შედის ვებ-გვერდზე და არ აქვს გავლილი ავტორიზაცია.
‘ავტორიზაცია’ – ვებ-გვერდზე არსებულ ინფორმაციულ რესურსებზე სპეციალური წვდომის უფლების ფუნქცია, რომელიც დაკავშირებულია კომპიუტერულ და ინფორმაციულ უსაფრთხოებასთან და სხვა უფლებებთან და პრივილეგიებთან ერთად, ანიჭებს პირს უფლებას, ინტერნეტ მაღაზიით სარგებლობის მიზნით, შექმნას საკუთარი პროფილი ვებ-გვერდზე, შეიყვანოს, გაეცნოს, შეასწოროსან დაამატოს ახალი;
‘მომხმარებლის გვერდი’- ინტერნეტ მაღაზიის ვებ-გვერდზე არსებული ქვე-გვერდი, რომელსაც ქმნის მომხმარებელი რეგისტრაციის გავლის შედეგად და რომელიც ასახავს ამ მომხმარებლის პროფილში შეყვანილ ინფორმაციას, ასევე, მის მიერ მიცემულ შეკვეთებს და სხვა მასთან დაკავშირებულ საჭირო ინფორმაციას;
‘ავტორიზაციის გავლა’ – პირისათვის ავტორიზაციაში ნაგულისხმევი უფლების მინიჭება მომხმარებლის ვირტუალური სახელისა და გასაღების ვებ-გვერდზე არსებულ შესაბამის გრაფაში ჩაწერის და ავტორიზაციის მოთხოვნის მეშვეობით;
‘რეგისტრაცია’ – პირის მიერ ინტერნეტ ბრაუზერის მეშვეობით ვებ-გვერდზე სპეციალური პროცედურის გავლა, რაც პირის მიერ გულისხმობს მომხმარებლის ვირტუალური სახელისა და ვირტუალური გასაღების შექმნას და აძლევს პირს ინტერნეტ მაღაზიის ვებ-გვერდზე ავტორიზაციის გავლის საშუალებას;
‘პერსონალური ინფორმაცია’ – ინფორმაცია, რომელიც განსაზღვრულია, როგორც – ‘პერსონალური მონაცემი’ ‘პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს’ კანონით;
‘პროფილი’ – მომხმარებლის მიერ რეგისტრაციის დროს თავის თავზე შევსებული ინფორმაცია.
‘ინფორმაცია მომხმარებლის შესახებ’ – ელექტრონული და სხვა ინფორმაცია, ასევე პერსონალური ინფორმაცია, რომელსაც აგროვებს ვებ-გერდის მომხმარებლების და დამთვალიერებლების შესახებ;
‘მომხმარებელი’ – პირი, რომელსაც გავლილი აქვს რეგისტრაცია ყავის ლაბორატორიის ვებ-გვერდზე;
‘ვირტუალური გასაღები’ – სიმბოლოთა კომბინაცია, რომელსაც პირი ადგენს ვებ-გვერდზე რეგისტრაციის დროს, საკუთარ მომხმარებლის გვერდზე წვდომისათვის და მისი დაცულობისათვის სხვა პირთა მიერ წვდომისაგან;
„ელ. ფოსტის მისამართი“- პირის ვირტუალური სახელი, რომელსაც პირი იყენებს ვებ-გვერდზე რეგისტრაციის დროს, რათა მოხდეს მისი, როგორც მომხმარებლის იდენტიფიცირება ყავის ლაბორატორიის მიერ;
‘სპამი’ – პოსტი, რომელიც შეიცავს პირდაპირ ან არაპირდაპირ რეკლამას; ბმულს მავნე ვებ-გვერდზე; უცენზურო ან შეურაცხმყოფელ გამოთქმას; ყავის ლაბორატორიის ვებ-გვერდთან ირელევანტურ შინაარსს ან გენერირებულ ტექსტს.
‘ვირუსი’ – მავნე პროგრამული უზრუნვეყლოფა;
20 ‘ქარხნული შეფუთვა’ – შეფუთვა რომლითაც მწარმოებელი ახდენს პროდუქციის რეალიზაციას.
‘ყავის ლაბორატორიის შეფუთვა’ – შეფუთვა რომლითაც შეკვეთის მიმცემი პირი პროდქუციას მიიღებს შპს ‘ყავის ლაბორატორიისგან” გარდა სატრანსპორტო კომპანიის კონვერტისა (ან სხვა შეფუთვა პროდუქციის ტრანსპორტირების მიზნით), იმ შემთხვევაში თუ შეფუთვას გააჩნია მისი დაზიენბის გარეშე გახსნისათვის სპეციალურად გამოყოფილი ადგილი ან საშუალება, დაზიანებულ შეფუთვად ჩაითვლება გახეული, გაჭრილი ან სხვა გზით მთლიანობა დარღვეული შეფუთვა;
‘სასაქონლო სახე’ – მწარმოებლის მიერ პროდუქტის გამოშვების მომენტში არსებული ვიზუალური და ფიზიკური მდოგომარებობა, როდესაც პროდუქტი მიმზიდველია მყიდველისათვის;
‘სატრანსპორტო კომპანია’ – კომპანია, რომელიც უზრუნველყოფს მომხმარებლის მიერ ყავის ლაბორატორიის საიტზე შეკვეთილი პროდუქციის ტრანსპორტირებას მომხმარებლამდე;
როდესაც ანთავსებთ ჩვენს ვებ გვერდზე შეკვეთას, ან გვიგზავნით შეტყობინებას, კომპანიასა და თქვენ შორის ხორციელდება ელექტრონული კომუნიკაცია, შესაბამისად, შპს “ყავის ლაბორატორია” თქვენს დასმულ შეკითხვას თუ მოთხოვნას გამოეხმაურება ელექტრონულად (გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა) ან თქვენს ელ. ფოსტაზე მოწერის გზით. აქედან გამომდინარე, ჩვენთან ურთიერთობის დაჭერის დროს თქვენ ეთანხმებით, რომ თქვენს მიერ მითითებული საკონტაქტო ინფორმაცია არის სწორი და ელექტრონულ კომუნიკაციას კომპანიასა და თქვენ შორის აქვს წერილობით დოკუმენტის ძალა და ორივე მხარეს აქვს უფლება იგი გამოიყენოს, როგორც ოფიციალური მიმოწერა მხარეებს შორის.
‘ყავის ლაბორატორია’-ს ელექტრონული მაღაზიის დიზაინი, მასზე განთავსებული ყველა პროდუქტი, ტექსტი, გამოსახულება, ხატულები, ლოგოები, ელექტრონულად ჩამოტვირთვადი ნაწარმი არის შპს “ყავის ლაბორატორია”-ს ან ამ ნაწარმის მწარმოებელთა/მომწოდებელთა საკუთრება და იგი დაცულია საავტორო უფლებებით საქართველოსა და საერთაშორისო კანონმდებლობის შესაბამისად.
თუ თქვენ იყენებთ ყავის ლაბორატროიის ინტერნეტ მაღაზიას და დარეგისტრირებული ხართ ინტერნეტ მაღაზიის ვებ-გვერდზე, მაშინ თქვენ გაქვთ ვირტუალური გასაღები თქვენს გვერდთან წვდომისათვის, აღნიშნული გასაღების დაცვა მესამე პირებზე გავრცელებისგან თქვენი ვალდებულებაა.
შპს “ყავის ლაბორატროია” არ ახორიციელებს პროდუქციის რეალიზაციას ბავშვებზე, არასრულწლოვნების შემთხვევაში, პროდუქციის შეკვეთა უნდა მოხდეს უფროსებთან შეთანხმებით.
შპს “ყავის ლაბორატროია” იტოვებს უფლებას გააუქმოს ნებისმიერი შეკვეთა წინასწარი შეთანხმების გარეშე.
მომხმარებლებსა და დამთვარიელებლებს შეუძლიათ დატოვონ კომენტარები, განიხილონ პროდუქცია, გაუზიარონ ერთმანეთს გამოცდილება, იდეები, კითხვები ან სხვა ინფორმაცია თუ ასეთი ქმედება არ არის აკრძალული კანონით, დამამცირებელი, გამაღიზიანებელი, წამქეზებელი, სხვისი პერსონალური ინფორმაციის ან ინტელექტუალური საკუთრების ამსახველი ან თუ არ არის რაიმე სხვა არამართლზომიერი გზით მესამე პირისთვის ზიანის მიმყენებელი ან ვირუსის, პოლიტიკური კამპანიის, რეკლამის შემცველი ან რაიმე სხვა სახის ‘სპამი’-ს შემცველი. მომხმარებელს არ აქვს უფლება გამოიყენოს სხვა პირის ელექტრონული ფოსტის (ან სხვა) მისამართი და იმოქმედოს სხვა პირის სახელით, ხოლო შპს “ყავის ლაბორატორია-ს აქვს უფლება (და არა ვალდებულება) მომხმარებლის მიერ ნებისმიერი ზემოთჩამოთვლილი წესის უგულვებელყოფის შემთხევაში აღკვეთოს ასეთი ქმედება (წაშალოს მის მიერ წესების დარღვევით გამოქვეყნებული ინფორმაცია, გაუუქმოს მომხმარებელს ელექტრონული გასაღები ან სხვა.
შპს “ყავის ლაბორატროია” -ს ვებ-გბერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის კანონთან შესაბამისობაზე პასუხისმგებელი არის ამ ინფორმაციის ავტორი. ინფორმაციის გამოქვეყნებით პირი აძლევს უფლებას შპს “ყავის ლაბორატროია”-ს თავისი შეხედულებისამებრ გამოიყენოს აღნიშნული ინფორმაცია. ამავე დროს, მესამე პირისათვის ამგვარი გამოქვეყნებით მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება აღნიშნული ინფორმაციის ავტორს.
შპს “ყავის ლაბორატროია” ინტერნეტ მაღაზიით ნებისმიერი ტექნიკის შეძენისას გადამზიდავ კომპანიას წარმოადგენს შპს “ყავის ლაბორატროია” (ს/კ 202268928) ან ვოლტი/გლოვო. თავის მხრივ, შპს “ყავის ლაბორატროია” და ვოლტი/გლოვო მხოლოდ თბილისის მასშტაბით ოპერირებს საქონლის მისაწოდებლად.
შპს “ყავის ლაბორატროია” ან ვოლტით/გლოვო ტრანსპორტირების შემთხვევაში გაუგებრობის თავიდან აცილების მიზნით, მომხმარებელს უფლება აქვს არ ჩაიბაროს სატრანსორტო კომპანიისგან დაზიანებული შეფუთვით მიტანილი გზავნილი და ამ ფაქტის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობოს შპს “ყავის ლაბორატროია”-ს სოციალურ ქსელში.
ვთხოვთ ჩვენს მომხმარებლებს ყურადღებით შეამოწმონ გზავნილის შეფუთვა შეკვეთის ჩაბარებისას. გზავნილის შეფუთვის დაზიანების შემთხვევაში, მომხარებელს უფლება აქვს სატრანსპორტო კომპანიისგან არ ჩაიბაროს გზავნილი ან სატრანსპორტო აგენტთან ერთად გახსნას გზავნილი მის ჩაბარებამდე, დარწმუნდეს მის დაუზიანებლობასა და მოდელისა და რაოდენობის სისწორეში და მხოლოდ ამის შემდეგ მოაწეროს ხელი გზავნილის ჩაბარების დოკუმენტს.
დაუზიანებელი შეფუთვით მიღებული დაზიანებული პროდუქციის ან შეცდომით მიღებული შეკვეთის შემთხვევაში, გთხოვთ, გადაუღოთ მიღებულ გზავნილს დაზიანების ან/და შეცდომის ამსახველი ფოტოსურათი და ამ ფაქტის შესახებ მოგვწეროთ შემდეგ ელ. ფოსტაზე: eshop@coffeelab.ge;