ჩვენ შესახებ

ჩვენი ფილოსოფია მარტივია –  მოვამზადოთ ყველასგან გამორჩეული გემოს მქონე „განსაკუთრებული” (specialty) ყავა. ამ მიზნით მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოგვაქვს გამორჩეული გემოვნური თვისებების მქონე ყავის მწვანე, მოუხალავი მარცვლები და თანამედროვე მიდგომებისდა ახალი თაობის ტექნოლოგიების გამოყენებით ადგილობრივად ვხალავთ. სწორედ ასე ვიღებთ მომჟაო-მოტკბო და ხილოვან „განსაკუთრებულ“ ყავას, რომელიც ჩვენ ასე ძალიან გვიყვარს.

ისტორია


როგორც წესი, ყავისთვის დამახასიათებელია სიმწარე, რაც მისი მუქად მოხალვის შედეგადაა მიღებული. ყავის მუქად მოხალვა ხშირად იძულებითი ნაბიჯია მასში უსიამოვნო გეოების გადასაფარად.

სინამდვილეში, ყავა ხილია, რომელსაც სულაც არ უნდა ჰქონდეს მომწარო გემო. ყურძნის მარცვლის ფორმის სასიამოვნო, ნეიტრალურად ტკბილი ყავა ხეზე იზრდება და საუკეთესო შემთხვევაში შეიძლება, ჰქონდეს კენკრის, ალუბლის, ატმის ან ნებისმიერი სხვა ხილის არომატი.

2016 წელს გაჩნდა იდეა და, რაც მთავარია, უდიდესი სურვილი, რომ საქართველოშიც არსებულიყო ყველასათვის ხელმისაწვდომი, ტრადიციულისგან განსხვავებული, გამორჩეული გემოს მქონე ყავა. სწორედ ასე შეიქმნა “ყავის ლაბორატორიაც” – პირველი განსაკუთრებული თვისებების მქონე ყავის კომპანია საქართველოში, რომელიც ეფუძნებოდა მთავარ პრინციპს, რომ შეგვექმნა შესაძლო საუკეთესო ხარისხის, ყველასთვის ხელმისაწვდომი ყავა. 

იმ პერიოდში ეს იყო ყავის მიწოდების სრულიად ახალი ხედვასაუკეთესო თვისებების მქონე მწვანე ყავის მარცვლის შერჩევა, იმპორტი, ადგილობრივი მოხალვა და ბოლოს, სხვადასხვა მეთოდებით მომზადება. ჩვენი გუნდისთვის ეს იყო ძალიან დიდი გამოწვევა, თუმცა ვაკეთებდით ყველაფერს ყავის შერჩევის, დამუშავებისა და მომზადების საუკეთესო გამოცდილების მისაღებად. 

დაარსებიდან დღემდე ძალისხმევას არ ვიშურებდით, რომ გამორჩეული ყავისა და მომსახურების ნაზავით თქვენი სიყვარული მოგვეპოვებინა. გვჯერა, რომ ჩვენთან, ყავის ლაბორატორიაში, იპოვით და ერთი გასინჯვით შეიყვარებთ გემოს, რომელიც ყველასგან გამოირჩევა.

ჩვენი სურვილია, ყავის დაგემოვნება ვაქციოთ დაუვიწყარ გამოცდილებად ჩვენს ბარში, პარტნიორ რესტორნებში, კაფეებსა თუ თქვენს სახლში.

მისია

ჩვენი მისიაა გავაუმჯობესოთ ყავის ხარისხი საქართველოში – ვიპოვოთ, მოვახალოთ და შევთავაზოთ ბაზარს განსაკუთრებული, უნიკალური specialty ყავები. ამასთან, ჩვენ ვცდილობთ ჩვენს პარტნიორებს შევუქმნათ გრძელვადიანი ღირებულება ცოდნის გაზიარებით, მაღალი ხარისხის მომსახურებითა და მუდმივი მხარდაჭერით.

ხედვა

განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ცოდნის, გამოცდილებისა და ხარისხის თვალსაზრისით ინდუსტრიის ლიდერად ჩამოყალიბებას.

№1 ყავის ბარი საქართველოში
№1 არჩევანი ყავის პროფესიონალებისთვის დასაქმების მხრივ.
№1 არჩევანი სახლის, რესტორნების, კაფეების, სასტუმროების, ოფისებისა და ღონისძიებებისთვის.
№1 არჩევანი ყავის აღჭურვილობაში.

ფასეულობები

ჩვენ გვჯერა, რომ ჩვენი ყავა და გამოცდილება იქნება ისეთი, რომელიც თქვენი და თქვენი სტუმრების მეხსიერებაში მრავალი წლის განმავლობაში დარჩება.

გუნდი

გიორგი აივაზიანი

დამფუძნებელი

ნათია კაპანაძე

CEO

ჯაბა ბარათაშვილი

B2B გაყიდვების ხელმძღვანელი

ანა ჯამაგიძე

ფინანსური დირექტორი

ქეთევან ცაგარელი

საოპერაციო ხელმძღვანელი

თამარ ლომაია-ზაალიშვილი

მარკეტინგის ხელმძღვანელი

მარიამ მხეიძე

Head of HR

თამარ ბუზიაშვილი

ქსელის კოორდინატორი

მარიამ ადამია

ქსელის კოორდინატორი

დავით ჯამაკაშვილი

ყავის შერჩევისა და წარმოების ხელმძღვანელი

გიორგი აბსანძე 

ბრენდ შეფი

გიორგი ასათიანი

მთავარი შეფ მზარეული

თეონა ქიტუაშვილი

ბარ მენეჯერი

ოპერატორი

მოგვწერეთ
Powered by ThemeAtelier