კონფიდენციალურობის პოლიტიკა

COFFEE LAB / კონფიდენციალურობის პოლიტიკა

შეზღუდული პასუხისმგებლობა

შპს “ყავის ლაბორატორია” ინტერნეტ მაღაზიის გამოყენებისას თქვენ ეთანხმებით საიტის მოხმარების წესებს. შპს “ყავის ლაბორატორია” არ აგებს პასუხს არაოფიციალური გვერდებიდან შესრულებულ შეკვეთებსა თუ ტრანზაქციებზე. შპს “ყავის ლაბორატორია”  ერთადერთ ოფიციალურ ვებ გვერდს წარმოადგენს www.coffeelab.ge.

მარეგულირებელი კანონმდებლობა

შპს “ყავის ლაბორატორია” ინტერნეტ მაღაზიით სარგებლობისას თქვენ თანხმობას აცხადებთ, რომ ნებისმიერი დავა, რომელიც შეიძლება წარმოიშვას თქვენსა და შპს “ყავის ლაბორატორია” შორის რეგულირდება საქართველოს მოქმედი კონონმდებლობით.

ოფიციალური მიმართვა შპს “ყავის ლაბორატორია”

შპს “ყავის ლაბორატორია” ოფიციალური მიმართვები და წერილები ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი მიწოდებული იქნება დაზღვეული ფოსტის მეშვეობით შემდეგ მისამართზე: საქართველო, ქ. თბილისი, ფალიაშვილი ქ.24  შპს “ყავის ლაბორატორია” ოფისი.

პერსონალური ინფორმაცია

შპს “ყავის ლაბორატორია” თავისი საქმიანობის დროს ვალდებულია დაიცვას მომხმარებლის პირადი მონაცემები საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონმდებლობის შესაბამისად.

ქვემოთ მოცემულია ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა პერსონალურ ინფორმაციას ვამუშავებთ და ვიყენებთ ინტერნეტ მაღაზიის წარმატებული მუშაობისა და თქვენი ეფექტური მომსახურებისთვის:

ჩვენს მიერ შეგროვებული ინფორმაცია გვეხმარება მუდმივად გავაუმჯობესოთ და გავამარტივოთ ჩვენი მომსახურება, ქვემოთ მოცემულია ინფორმაციის ტიპები, რომელსაც ჩვენ ვიყენებთ:

ინფორმაცია, რომელსაც გვაწვდით თავად – ჩვენ ვიღებთ და ვინახავთ ნებისმიერ ინფორმაციას, რომელსაც გვაწვდით ინტერნეტ მაღაზიაში ან სხვა საშუალებით. თქვენ შეგიძლიათ არ მოგვაწოდოთ ესა თუ ის ინფორმაცია, თუმცა ამ შემთხვევაში, ვერ ისარგებლებთ იმ უპირატესობებით, რომელი უპირატესობების სარგებლობისათვის აუცილებელია ესა თუ ის ინფორმაცია, მაგალითად, თუ არ გვეცოდინება თქვენი მისამართი ვერ დავითვლით ტრანსპორტირების ფასს შეკვეთის გაფორმებამდე და მისამართის შესახებ ინფორმაციის მოწოდებამდე.

ავტომატურად მოწოდებული ინფორმაცია – ჩვენ ვინახავთ და ვიყენებთ თქვენი ინტერნეტ ბრაუზერის მიერ ავტომატურად მოწოდებულ ინფორმაციას, როგორიცაა ‘cookies’-ს.

აუცილებელი მინიმალური ინფორმაციის გადაცემა მომსახურების მომწოდებელ მესამე პირზე

მომწოდებელ მესამე პირზე მისი საქმიანობის განხორციელებისათვის და მომხმარებლისათვის სრულყოფილი სერვისის მიწოდების მიზნით,  “ყავის ლაბორატორია” სარგებლობს სხვა კომპანიების საბანკო და საკურიერო სერვისებით. ამ შემთხვევაში,  “ყავის ლაბორატორია”  აუცილებელ პერსონალურ ინფორმაციას (ტვირთის მიმღები პირის სახელი, გვარი, მისამართი, პირადი ნომერი, საბანკო ანგარიშის ნომერი, შეკვეთის ერთჯერადი კოდი, შეკვეთის თარიღი) აწვდის მესამე პირს და /ან პირებს.

ბიზნესის განვითარება – ჩვენი კომპანია მუდმივად განვითარებადი კომპანიაა, შესაბამისად ჩვენ შეიძლება წამოვიწყოთ ახალი სახის საქმიანობა, ასეთ შემთხვევაში, ჩვენ შეიძლება გამოვიყენოთ თქვენ შესახებ ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაცია ჩვენი ახალი ბიზნეს ინტერესებისათვის.

თქვენი ნებართვით – თუ ჩვენ განვიზრახავთ თქვენ შესახებ ინფორმაციის მესამე პირზე გადაცემას (გარდა ზემოთაღნიშნული შემთხვევებისა) ამის შესახებ ჩვენ წერილობით გაცნობებთ და მხოლოდ თქვენი დასტურის მიღების შემდეგ გადავცემთ ინფორმაციას მესამე პირს.

ინფორმაციის გადაცემა მესამე პირზე

მომხმარებლის ნებართვით ისეთი პერსონალური მონაცემების გადაცემა მესამე პირზე, რაც არ არის გათვალისწინებული ამ შეთანხმებით და კანონმდებლობით, შეიძლება მოხდეს მხოლოდ მონაცემთა სუბიექტის წერილობითი თანხმობით.

მომხმარებლის პასუხისმგებლობა საკუთარი ინფორმაციის დაცვაზე

თქვენ ხართ პასუხიმგებელი თქვენს კომპიუტერთან და თქვენს კოდთან სხვა პიროვნებების წვდომაზე, ყოველთვის გამოიყენეთ ‘გასვლა’-ის ფუნქცია როდესაც ტოვებთ კომპიუტერს ყურადღების მიღმა.

მომხმარებლის წვდომა საკუთარ მონაცემებთან

მომხმარებელს წვდომა აქვს “ყავის ლაბორატორია” ვებ-გვერდზე მის შესახებ არსებული მონაცემებიდან თითქმის ყველა მონაცემთან და ყველა მონაცემთან, რომელიც “ყავის ლაბორატორია”  ვებ-გვერდზე რეგისტრაციის დროს შეიყვანა პირადად. მომხმარებელს ნებისმიერ დროს აქვს საშუალება შეცვალოს, შეასწოროს, დაამატოს, წაშალოს ან გააუქმოს მის მიერ “ყავის ლაბორატორია”  ვებ-გვერდზე მიწოდებული ინფორმაცია.

მოხმარების წესები, გაფრთხილებები და ცვლილებები

ჩვენი ბიზნესი და საქართველოში მოქმედი კანონმდებლობა მუდმივად იცვლება, ამიტომ ჩვენს სტანდარტულ პირობებში შეიძლება შევიდეს ცვლილებები, რის შესახებაც დაუყოვნებლივ ეცნობებათ საიტზე რეგისტირებულ მომხმარებლებს საიტისა და ელ. ფოსტის მეშვეობით. ხოლო არარეგისტრირებულ პირებს გთხოვთ პერიოდულად შეამოწმოთ ჩვენი ინტერნეტ მაღაზიის მოხმარების წესები.

შეთანხმების მოქმედება და ცვლილებების შეტანის წესი

წინამდებარე შეთანხმება მოქმედებს პირის მიერ  “ყავის ლაბორატორია”  ვებ-გვერდით სარგებლობისას, აგრეთვე, ინტერნეტ-მაღაზიით სარგებლობის დროს წარმოშობილი სამართლებრივი ურთიერთობის მოწესრიგების დროს.

წინამდებარე შეთანხმების იმ ნაწილში, რომელიც არეგულირებს შპს “ყავის ლაბორატორია” მიერ მიწოდებული პროდუქციის რეალიზაციის საკითხს, მოხდება რაიმე ცვლილება, ნამდვილი იქნება ის წესი, რომელიც ამ შეთანხმებით დადგენილი იყო კონკრეტული პროდუქტის შეძენის მიზნით დაწყებული სამართლებრივი ურთიერთობის მომენტში და იმოქმედებს ამ სამართლებრივი ურთიერთობის დამთავრებამდე.

წინამდებარე შეთანხმების სხვა ნაწილში შესული ცვლილებები იმოქმედებს შპს “ყავის ლაბორატორია” ვებ-გვერდზე გამოქვეყნებიდან მომდევნო დღეს.

გადახდის მეთოდები

შპს “ყავის ლაბორატორია” საიტზე ნივთის შეძენისას შესაძლებელია შემდეგი საშუალებებით გადახდა:

  • გადახდა Visa / MasterCard ბარათით (ონლაინ);
  • TBC ნაწილ ნაწილ/განვადება

გაითვალისწინეთ, რომ საიტზე წარმოდგენილი პროდუქციის შეძენა შესაძლებელია მხოლოდ ქართული საბანკო ბარათით.

კანონისმიერი გარანტია

თუ საქონელი ნაკლის მქონე აღმოჩნდა, მომხმარებელს უფლება აქვს, შპს “ყავის ლაბორატორია” მოსთხოვოს ნაკლის აღმოფხვრა (საქონლის უსასყიდლოდ შეკეთება ან შეცვლა, ფასის შემცირება) ან გავიდეს ხელშეკრულებიდან.

საქონლის შეკეთება და შეცვლა მომხმარებლის პირველი რიგის უფლებებია. მომხმარებელს უფლება აქვს, შპს “ყავის ლაბორატორია” მოსთხოვოს საქონლის უსასყიდლოდ შეკეთება ან შეცვლა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს, საქონლის ბუნებიდან გამომდინარე, შეუძლებელია ან არათანაზომიერ ან შეუსაბამოდ დიდ ხარჯს მოითხოვს.

საქონელი შეკეთებული ან შეცვლილი უნდა იქნეს გონივრულ ვადაში (15 კალენდ. დღე), ისე, რომ მომხმარებელს არ შეექმნას მნიშვნელოვანი შეფერხება საქონლის ბუნებისა და იმ მიზნის გათვალისწინებით, რომლისთვისაც მან ეს საქონელი შეიძინა.

საქონლის უსასყიდლოდ შეკეთება ან შეცვლა შპს “ყავის ლაბორატორია” მიერ ყველა ხარჯის (მათ შორის, ფოსტის, სამუშაო ძალისა და მასალების ხარჯების) გაწევას, რომლებიც საჭიროა საქონლის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად.

მომხმარებელს უფლება აქვს, მოითხოვოს საქონლის ფასის შემცირება ან უარი თქვას ხელშეკრულებაზე, თუ არსებობს ერთ-ერთი შემდეგი პირობა:

ა) ზემოთ აღნიშნულის შესაბამისად საქონლის შეკეთება ან შეცვლა შეუძლებელია;

ბ) შპს “ყავის ლაბორატორია” საქონელი გონივრულ ვადაში არ შეაკეთა ან არ შეცვალა და მომხმარებელმა ხელშეკრულების შესრულებისადმი ინტერესი დაკარგა;

გ) შპს “ყავის ლაბორატორია” მიერ საქონლის შეკეთება ან შეცვლა მომხმარებელს მნიშვნელოვან შეფერხებას შეუქმნის.

მომხმარებელს უფლება აქვს, ხელშეკრულებიდან გასვლის შემთხვევაში მოითხოვოს ხელშეკრულების შეუსრულებლობით მიყენებული ზიანის ანაზღაურება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

ოპერატორი

მოგვწერეთ
Powered by ThemeAtelier