ჩვენი მისია

ჩვენი მისიაა მოვიტანოთ თქვენამდე საუკეთესო ხარისხის Specialty ყავა ...

მსოფლიოში, რომელიც სავსეა კომერციული ყავის უზარმაზარი კომპანიებით, ჩვენ გამოვირჩევით როგორც პატარა სახალავი ფოკუსირებული ყველაზე გამორჩეული თვისებების მქონე Specialty ყავის აღმოჩენაზე, მის სწორ მოხალვაზე და მომზადებაზე.

Coffee LAB დაარსდა იმისთვის, რომ შექმნას „ტარადიციული“ ყავისგან სრულიად განსხვავებული, ალტერნატიული გემო და მის მომზადების და მოხმარების განსხვავებული კულტურა.

ყავის, როგორც ხილის არომატი ძალიან კომპლექსურია. ითვლება, რომ  დღემდე სხვადასხვა ჯიშის ყავის მარცვალში აღმოჩენილია 1000-მდე არომატი: ზოგი ძალიან გემრიელი და ზოგი არც თუ ისე. სამწუხაროდ, ყავის „არც თუ ისე“  გემრიელი მარცვლის გემოს დასაფარად, ხშირად, ხდება მისი ზედმეტად მუქად მოხალვა და ამით ყავის ყველასთვის ნაცნობი, ერთგვაროვანი, უპრეტენზიო, მუქად მოხალული გემოს მიღება. რაც უფრო მუქად იხალება ყავა, მით უფრო ქრება მისი შინაგანი თვისებები და მით მეტად ჭარბობს მასში მწარე, დამწვარი, სუბსტანციის გემო კვამლის/ბოლის ნოტებით.

ჩვენი შემთხვევა სრულიად საპირისპიროა. ჩვენთვის უპირველესი და უკომპრომისოა ყავის მარცვლის შინაგანი თვისებები, შესამასად, მათი საუკეთესოდ გამოვლენის მიზნით ჩვენ ყავას ვხალავთ შედარებით მსუბუქად. შედეგად ვღებულობთ უფრო ორგაანულ, ცოცხალ, არომატულ, კომპლექსურ და დაბალანსებულ, თუმცა ზოგისთვის უჩვეულ გემოს.

ხანდახან ყავის, როგორც კომპლექსური ხილის ნამდვილ გემოსთან „დამეგობრება“ მოითხოვს რამოდენიმე ცდას ... თუმცა როგორც კი ამ ბარიერს წარმატებით გადალახავთ (და ეს გარდაუვალია), გარწმუნებთ, რომ თქვენც შემოუერთდებით ხარისხიანი ყავის მოყვარულების „ნაციას“ და ჩვენს მსგავსად გახდებით ამ კულტურის და რიტუალის ევანგელისტი.

სწორედ ამის მისაღწევად ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს, რომ აღმოვაჩინოთ, შევიძინოთ, მოვხალოთ და მოვამზადოთ საუკეთესო ხარისხის Specialty ყავა.

ყავის მარცვალი

რა არის Specialty ყავა?

მხოლოდ ის ფაქტორი რომ ყავა არის Arabica არ ხდის მას Specialty-ის. Specialty ყავა წარმოადგენს ყავას, რომელსაც სპეციალური შეფასების სისტემით მინიჭებული აქვს 80 ქულაზე მეტი. ის იზრდება სპეციალურ მიკროკლიმატურ პირობებში, მაღალ სიმაღლეზე რაც მარცვალს სძენს უფრო მეტ სიმკვრივეს და ამდიდრებს შინაგანი არომატის შემცველი კომპონენტებით, რომელიც ვლინდება მისი მოხალვისას. Specialty ყავა დაკრეფილია ხელით იმ ადამიანების მიერ, ვინც გულწრფელად ზრუნავს თავისი ნაყოფის ხარისხზე. Specialty ყავისმომყვანები არ არიან მხოლოდ ფერმერები - ისინი არიან ყავის ექსპერტები, რომლებიც არა მხოლოდ მართავენ ყველა ზეგავლენის მომხდენ ფაქტორს, არამედ მუდმივად მიმართავენ ინოვაციებს, რათა მიიღონ საუკეთესო შესაძლო შედეგი. შესაბამისად, Specialty ყავა დამსახურებულად ღირს საგრძნობლად ძვირი Commodity ყავასთან შედარებით.

საიდან მოდის საუკეთესო ხარისხის Specialty ყავა? მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე მოშორებული კუთხეებიდან, ძირითადად ეკვატორის გასწვრივ ზღვის დონიდან 1200-2000 მეტრის სიმაღლეზე. არაერთი გარემოფაქტორი, როგორიცაა მიკროკლიმატი, სიმაღლე, ტემპერატურის ცვალებადობა დღის განმავლობაში, მზის ნათების ინტენსივობა, ნალექის დონე და ჯანმრთელი ნიადაგი მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ყავის მარცვლის ხარისხზე.

მაგრამ ეს ყველაფერი წარმოადგენს მხოლოდ ზღვაში წვეთს. ყავის უდიდესი ნაწილი ვერ აღწევს თავის შესაძლო პოტენციალს, ფერმერების არასათანადო ცოდნით, ფინანსური შეზღუდულობით, არასაკმარისი რესურსებით, ინფრასტრუქტურული სირთულეებით დაკავშირებული ყავის მოკრეფასთან, დამუშავებასთან, გაშრობასთან და ა.შ.

ჩვენი მომწოდებლები ატარებენ თვეებს ფერმერებთან, რომ პირადად შეამოწმონ თითოეული შესაძენი ლოტის ყავის მარცვლის ხარისხი და შინაგანითვისებები.

მოხალვა

რატომ არის სასურველი ახლად მოხალული ყავის მირთმევა?

მწვანე მარცვალს პრაქტიკულად არ აქვს არანაირი გემო. ყავა იძენს თავის დამახასიათებლ არომატს მხოლოდ მოხალვის შემდგომ. მოხალვა წარმოადგენს ქიმიურ რეაქციას რომლის დროს ყავის მარცვლის შინაგანი თვისებები იხლიჩება ასობით კომპონენტად და მომხალავი ცდილობს გამოკვეთოს ის საუკეთესო თვისებები, რომელიც ახაისათებს ამა თუ იმ მარცვალს და შედეგად მოგვცემს ყველაზე მდიდარ, დელიკატურ და დაბალანსებულ ჭიქას.

თუმცა ყველაფერი ასე მარტივად არ არის ... ყავა მოხალვის პირველი კვირის შემდეგ ყოველწუთიერად კარგავს მოხალვის შედეგად მიღებულ თვისებებს და 1-2 თვის გასვლის შემდეგ პრაქტიკულად ყველა ძირითად მახასიათებელს.graph

შესაბამისად, საუკეთესო შედეგის მიღება მხოლოდ ყავის ადგილობრივი მოხალვით არის შესაძლებელი.

ყავის მოხალვის მხოლოდ ერთი სწორი გზა არსებობს! სხვადასხვა ყავის ერთნაირად მოხალვა? მოხალვა ფერისთვის და არა გემოსთვის? არა, ეს ჩვენზე არ არის ...

ყავის მოხალვის პროცესთან დაკავშირებით ჩვენ ზედმეტად პრეტენზიულები ვართ. ჩვენ ვხალავთ ყველაზე საუკეთესო ჰოლანდიურ Giesen-ის სახალავზე, რომელიც  გვაძლევს თავისუფლებას დამოუკიდებლად ვმართოდ მოხალვის ყველა შესაძლო პარამეტრი. ჩვენ კომპიუტერის დახმარებით, მოხალვის პროცესს ვამართინებთ მხოლოდ გამოცდილ ყავის ენთუზიასტ, პროფესიონალ მომხალავს.

მოხალვა არ არის მაგია, შესაბამისად რა თვისებებიც არ არის მარცვალში, იმ თვისებებს ვერაფერი გამოავლენს, თუმცა ხარისხიანი მარცვლის პირობებში სწორ მოხალვას დრამატული გავლენა აქვს მიღებული ყავის არომატზე.

მომზადება

ჩვენ გადავწყვიტეთ გამოვიყენოთ ყავის ყველა კლასიკური თუ არატრადიციული მომზადების მეთოდი და ამავდროულად განუწყვეტლივ ვეძიოთ და მივისწრაფოთ სრულყოფილებისკენ. ჩვენთან თქვენ საშუალება გაქვთ გაეცნოთ საქართველოსვის უჩვეულო ყავის მომზადების მეთოდებს და შესაბამისად აღმოაჩინოთ ყავის ახალი, განსხვავებული გემოები.

ჩვენთან წყალი განიცდის რამდენიმე დონის ფილტრაციას, რათა ოპტიმალურ დონეზე იქნას დაყვანილი მისი ქიმიური შემადგენლობა, როგორიცაა მინერალიზაცია, ქლორინის დონე, სირბილე და ა.შ.

ესპრესოს (და ესპრესოზე დაფუძნებულ ყავის ნაირსახეობებს) ვამზადებთ დიდი ბრინატეთის ბარისტების ჩემპიონატის ოფიციალურ ყავის მანქანაზე Sanremo Verona RS, რომელიც უზრუნველყოფს უკომპრომისო ხარისხის მიღებას.

Strong or Long? იმედი გვაქვს რომ გაგებით ეკიდებით იმ ფაქტს, რომ ჩვენ პრინციპულად არ ვამზადებთ ყავას დიდი ზომის ჭიქებში, მიუხედავად იმისა, რომ მოსამზადებლად ვიყენებთ ინდუსტრიის სტანდარტის მაქსიმალურ 18-20 გრამ ყავის მარცვალს... ასევე არ ვამზადებთ Single ესპრესოს... და ზოგადად არ ვაკებთ არაფერს, რაც საფრთხეს უქმის „უნაკლო“ ყავის მომზადებას...