ყავის ლაბორატორია პირველი ყავის კომპანიაა საქართველოში, რომელმაც გადაწყვიტა Specialty ყავის ინდუსტრიაში ფეხის მოკიდება.  როგორ ხმამაღლაც ეს არ უნდა ჟღერდეს, ჩვენ შევიქმენით იმისთვის რომ ავამაღლოთ ყავის ხარისხის არსებული სტანდარტი საქართველოში, შევცვალოთ მისი ერთფეროვანი გემო, დავამკვიდროთ ყავის მომზადების და მოხმარების განსხვავებული კულტურა.

მსოფლიოში, სადაც უამრავი კომერციული ყავის უზარმაზარი კომპანიებია, ჩვენ გამოვირჩევით როგორც პატარა სახალავი ფოკუსირებული Specialty ყავის მოხალვაზე, როგორც ოსტატობაზე, მისი კომპლექსური არომატის გამოვლენაზე და სრულყოფაზე.

  • ვიძენთ მხოლოდ უმაღლესი ხარისხის, ხელით დაკრეფილ მარცვალს, მდიდარი შინაგანი თვისებებით
  • ვხალავთ მსოფლიოში გამორჩეული, საუკეთესო კლასის GIESEN-ის მოსახალი დანადგარით
  • ვიყენებთ ყავის მოსამზადებლად შექმნილ წყლის ფილტრაციის უნიკალურ სისტემას
  • ყავას ვამზადებთ ესპრესოს მანქანების, საფქვავების და ალტერნატიული დანადგარების საუკეთესო ბრენდების გამოყენებით
  • ვფუთავთ სპეციალურ "მსუნთქავ" შეფუთვაში, რომელიც იცავს ყავას გარე ზემოქმედებისგან და უკეთესად ინარჩუნებს მის თვისებებს
  • ჩვენ, ინდუსტრიის წამყვან პარტნიორებთან და სპეციალისტებთან ერთად, მუდმივად ვაყენებთ კითხვას: როგორ შეიძლება ჩვენი ყავა გავხადოთ კიდევ უფრო უკეთესი

რა არის საჭირო საუკეთესო ყავის მოსამზადებლად

სრულად

ყავის მოხალვა – როცა წამები გადამწყვეტია

სრულად

არაბიკა და რობუსტა – ყავის ინდუსტრიის ორი მთავარი მოთამაშე

სრულად